2020 წელს Ferrari ახალ მონსტრს წარადგენს - VIDEO

ტექნოლოგიური ეპოქისთვის ელექტრომობილები და მათი მწარმოებელი ახალი ბრენდების გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს, პარალელურად არც ცნობილი ავტომწარმოებლები სხედან უქმად. Ferrari სუპერ სწრაფ 812 GTS-ს უშვებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალ მოდელს, ტექნიკური მახასიათებლების გარდა, დიზაინიც განსაკუთრებული აქვს – ის 1960-იანი წლების საკულტო „ფერარის“ მიხედვით შეიქმნა. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, 812 GTS, 100 კმ-ს 3 წამზე ნაკლებში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, დაახლოებით, 340 კმ/სთ-ია. 789 ცხწენის ძალა კი ამ მოდელს,  შეუჩერებელ მანქანად აქცევს. ახალი Ferrari 2020 წელს გამოვა. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი და ფასი.