2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა იკლო

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 128,7 ათასი ტონა, რაც 41,3 ათასი ტონით ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (170 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 63,8% (82,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,1% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,1% (0,2 ათასი ტონა). 

"2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.