2020 წლის ბუნებრივი გაზის პროგნოზი

ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის ბუნებრივი გაზის პროგნოზი განაახლა. 

უწყება წელს საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება. 

ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც 2 მილიარდ 572.953 მ3 იყო.

პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 347,588 მ3, მათ შორის შაჰ-დენიზი 882,742 მ3, „სოკარი“ - 1 464,846 მ3.

"გაზპრომიდან" 2020 წელს პირვანდელი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, განახლებულ პროგნოზში კი ეს მაჩვენებელი 200,000 მ3-ს გაუტოლდა.

ადგილობრივი გაზის მოპოვების პროგნოზი ეკონომიკის სამინისტრომ 17.866 მ3 მლნ-დან 11.607 მ3-მდე შეამცირა.

ბუნებრივი გაზის თავდაპირველი პროგნოზი (დამტკიცებული 2019 წლის 23 დეკემბერს)



ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზი (დამტკიცებული 2020 წლის 21 მაისს)