2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის ბოლო საკომიტეტო განხილვა გაიმართება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 

მომავალი წლის ბიუჯეტი 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ყველაზე მაღალი საბიუჯეტი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.

60 მილიონი ლარით ეზრდებათ ხელფასები საჯარო სექტორში. ანაზღაურება გაეზრდებათ როგორც სამხედროებს, ისე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.