2021 წლის ბოლოს გაზი საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება

2021 წლის ბოლოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 მლნ-მდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. 

ამის შესახებ repiort.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდაბნ აცნობეს. უწყების განმარტებით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული 2019 – 2021 წლებზე გათვლილი გაზიფიცირების პროგრამის ვადების  დაცვით განხორციელებით.

უწყების ინფორმაციითვე, 2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით. 

2019-2021 წ2021 წლის ბოლოს გაზი ოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნებალების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ. ლარს შეადგენს. 

ცნობისთვის დღეს 11:00 სთ-ზე ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.