2021 წლის ივნისში ტურიზმი 286.8%-ით გაიზარდა - PMCG

Policy and Management Consulting Group - PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის ივნისში 294.2%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 82.1%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 286.8%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა - 361.6%-ით.

2021 წლის ივნისში, ისრაელიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემის დაახლოებით 75% შეადგინა.

2018-2021 პერიოდში, საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასებმა პიკს მიაღწია 2018 წელს, შემდეგ 2019 წელს ფასები თანდათან დაეცა,ხოლო 2020 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

ამავდროულად, 2018 წლის იანვარი - 2021 წლის ივნისის პერიოდში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები, სხვა კატეგორიებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ცვალებადობით გამოირჩეოდა, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები ყველაზე სტაბილური იყო. 

2021 წლის ივნისში, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5% -ით გაიზარდა, 2019 წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ეს განპირობებულია ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინებით, ასევე 2019 წლის ივნისის შოკის გამო (რუსეთიდან ფრენების აკრძალვა) დაბალი საბაზო ეფექტით.