2025 წლამდე ვაქცინებში 157 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება

2025 წელს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად, მსოფლიოში, 157 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კვლევა IQVIA Holdings Inc-მა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, ვაქცინების ხარჯები, სავარაუდოდ წელს ყველაზე მაღალი იქნება, დაახლოებით 54 მილიარდი დოლარი, რადგან წელს იმუნიზირებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი გლობალურად 70%-ს მიაღწევს. 

მომდევნო წლებში ვაქცინის ღირებულება შემცირდება, რადგან კონკურენცია გაიზრდება. ამასთან მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილი იქნება. 

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯისა, ეს მცირე ფასია, რადგან ყველაზე ღირებული, ადამიანის სიცოცხლეა.