2040 წლისთვის დსთ-ს მოთხოვნა ახალ თვითმფრინავებზე 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს - Boeing

რუსეთში, უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში ახალ თვითმფრინავებზე მოთხოვნა 1,5 ათას თვითმფრინავს გადააჭარბებს, რაც ფულადი თვალსაზრისით 200 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება.

ასეთი პროგნოზი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, რუსეთის, უკრაინისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით Boeing-ის მმართველმა დირექტორმა რენდალ ჰეისიმ განაცხადა.

"ახალი თვითმფრინავების მიწოდების პროგნოზირებული მოცულობა: 1540“, - აღნიშნა ჰეისიმ.