5 ქვეყნის მაღალკლასელთათვის ორწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

“ახალი სკოლა — საქართველოს საერთაშორისო სკოლა” (New School International School of Georgia) აცხადებს ღია კონკურსს სრული ორწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად მაღალკლასელთათვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. ორგანიზაციის განმარტებით, ინოვაციური უნივერსიტეტამდელი კურსი შედგება ორწლიანი “საერთაშორისო ბაკალავრიატის” (IB) სადიპლომო პროგრამისგან. 

სწავლის, საცხოვრებლის, სასწავლო მასალისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯები სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს თანამშრომლობას, კულტურათაშორის ურთიერთგაგებას, ტოლერანტობას, ფუნდამენტური ფასეულობების მხარდაჭერას და, ამასთან, ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირის შესახებ," - განმარტავენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.