სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

დღეს, 2020 წლის 8 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 121 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.094 პროცენტით განისაზღვრა.