50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს იხსნება

საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს იხსნება.

მსოფლიოს უმსხვილეს სადისკუსიო პანელებზე ძირითად განსახილეველ საკითხებს შორის კლიმატური ცვლილებები ლიდერობს. 

ფორუმის ანგარიშის თანახმად, თემები, რომლის ირგვლივ ლიდერები უნდა გაერთიანდნენ არის: კლიმატის ცვლილება, კიბერუსაფრთხოება და ეკონომიკური არასტაბილურობა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმის საქმიანი სესია ითვალისწინებს 400-მდე სესიის ჩატარებას, რომლებზეც 21-24 იანვრის ჩათვლით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა მოხსენებით.

წელს საკუთარ გზავნილებს ამ ფორუმზე გააჟღერებენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსი და სხვები. 

წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.