აბასთუმნის წყლით უზრუნველსაყოფად 15 მილიონი გამოიყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმნის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად  საქართველოს მთავრობამ 15 მილიონ ლარამდე გამოყო.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

აბასთუმანში არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და წლებია არ ფუნქციონირებს, ხოლო საკანალიზაციო ქსელს გასული საუკუნის 70-იან წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტების განხორციელების შედეგად, კურორტი უწყვეტი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, ევროპული სტანდარეტების შესაბამისი წყალარინების სისტემებით ისარგებლებს. ახალი გამწმენდი ნაგებობა, კიექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს რეგიონში.

სამუშაოების მიმდინარეობა და ხარისხი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

,,აბასთუმანში მიმდინარეობს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელების სრული შეცვლა, სათავე ნაგებობისა და რეზერვუარების მოწყობა. ასევე, სრულად განახლდება საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამისა, ვიწყებთ წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მოწყობას. რაც შეეხება, სასმელი წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას, პროექტების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2021 წლის ბოლომდე იგეგმება“, - აცხადებს გიგა მანდარია.