აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულებს 300 000 ლარით დაეხმარება

სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ა/რ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. 

საკითხი სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. 

თანხა გაიცემა ქ. ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე.
- ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა - 118 518 ლარი,
- ქ. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს - 20 000 ლარი,
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 ოჯახს გამოეყოფა -10 000 ლარი,
- ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს - 60 000 ლარი.

2020 წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 1 725 780 ლარი.