ADY Express საქართველოში აზერბაიჯანში წარმოებული ცემენტის იმპორტს იწყებს

აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილმა კომპანია ADY Express-მა აზერბაიჯანში წარმოებული ცემენტის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

კომპანია Holcim Azerbaijan OJSC-ის ქარხანაში წარმოებული ცემენტის ტრანსპორტირებას რკინიგზით საქართველოში უზრუნველყოფს.

საქონლის ტრანსპორტირებასა  და ვაგონების აზერბაიჯანში დაბრუნება 6-7 დღეში ხდება.

ცემენტის ტრანსპორტირებისთვის ADY Express-მა 50 ვაგონი გამოყო. კომპანია საქართველოში ყოველთვიურად 15,000 ტონა ცემენტის ტრანსპორტირებას გეგმავს.