აგროქულები უკვე 132,000-ზე მეტ ფერმერს დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 7 აგვისტოს მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 132,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. 

უწყების განმარტებით, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

ბოლო ორ კვირაში ამ პროგრამის ბენეფიციართა ოდენობა 17 ათასით გაიზარდა. 24 ივლისის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში, 115,000-ზე მეტ ფერმერს ჰქონდა დარიცხული აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 21 მლნ ლარს აჭარბებდა..