აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში 387 ფერმერია ჩართული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 ოქტომბრის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს. 135 ბენეფიციარის განაცხადი კი დაკმაყოფილდა სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის.