აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 23 ოქტომბრის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს.

სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

მონაცემი უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.