აგვისტოში საქართველოში 11 181 აზერბაიჯანელი ვიზიტორი ჩამოვიდა

მიმდინარე წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 181 ვიზიტორი შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2,9-ჯერ, 7 424 ვიზიტორით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ხოლო, საერთო ჯამში, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა წლიური 82.5%-ით შემცირდა და 48 783 ადამიანი შეადგინა.