ახალი ელექტრომონსტრი "პორშესგან" - VIDEO - PHOTO

ელექტრომობილების ეპოქაში ავტომწარმოებლები ერთმანეთთან კონკურენციის ახალ საფეხურზე გადავიდნენ, ამჯერად ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების სახელგანთქმულმა გერმანულმა მწარმოებელმა Porsche-მ თავისი პირველი ელექტრომობილის - Taycan-ის ახალი, შედარებით ბიუჯეტური ვერსია, სახელწოდებით Taycan 4S წარმოადგინა. მანქანის ფასი 103,800 ამერიკული დოლარია. ახალ ელექტრო ავტომობილს 563 ცხენის ძალა ექნება, მისი დამუხტვის სიმძლავრე კი - 93.4 კილოვატი საათში გახლავთ. შეიძლება ბენზინზე მომუშავე "პორშე"-ებთან, მისი სიჩქარე არ გამოიყურება შთამბეჭდავად, თუმცა აღსანიშნავია, რომ Taycan 4S საათში 249 კილომეტრს გადის, 96 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისათვის კი, სულ 3.8 წამი სჭირდება. ამ სიახლით აშკარად იკვეთება Porsche-ს სურვილი, ის  ელექტროავტომობილების მოწინავე მწარმოებლის Tesla-ს კონკურენტად განიხილებოდეს. Taycan 4S ავტოსალონებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაამშვენებს, თუმცა ვინც ამ ვეღარ ითმენთ, გეტყვით, რომ ელექტრომობილის წინასწარი შეკვეთა პორშეს ოფიციალურ ცენტრებში ახლავე შეგიძლიათ.