ახალციხის 6 სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა

ახალციხის 6 სოფელში ძლიერი სეტყვა და წვიმა მოვიდა. ნახევარ საათს მიმდინარე სტიქიამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. პრობლემები შეიქმნა ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე - ბორჯომის ცეტნრალური საავტომობილო გზა.

სპეციალურმა ტექნიკამ გზა გაწმინდა. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობაში ზარალის აღწერა. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას სწავლობს.