ახმეტაში საქონელი იხოცება

ადგილობრივების ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება. ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტშიც დაგვიდასტურეს.

სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე ექსვსი სული პირუტყვი ერთ დღეს დაიხოცა. 

ახმეტის მერი სოსო ქარუმაშვილი ვარაუდობს, რომ პირუტყვი მოწამლულია. 

ადგილზე პოლიცია, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახური ჩავიდნენ. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

საქონლის დახოცვის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს იღებენ.