აქციების პარალელურად Bloomberg-ზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს - PHOTO

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 1 დოლარი 13:30 წუთზე 2,9850 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. დღეს მოქმედი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9753 ლარია.  რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.277 ლარია. 

სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.95-დან 2.973 ლარამდე მერყეობს.