ალუმინის ფასი სამწლიან მაქსიმუმს უახლოვდება

მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ფასები  სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

 წლის დასაწყისიდან ალუმინის ფასი 32%–ით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა საქონლის შესყიდვას, რომლის წარმოებაშიც ლითონი გამოიყენება.

ოთხშაბათს ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) ალუმინის კონტრაქტები  0.5%-ით გაიზარდა. მათი ღირებულება 2,642 დოლარს მიუახლოვდა, რაც ყველაზე მაღალია 2018 წლის შემდეგ.

ალუმინის ფასებმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია შანხაიშიც. მისი ღირებულება 1.4%-ით არის გაზრდილი და ტონაზე 20,705 იუანს შეადგენს.