ამ დროსთვის ქვეყანაში 159 ფიტნეს ცენტრი და 82 აუზი მუშაობს

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა.

 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, 284 ფიტნეს ცენტრია შემოწმებული, რომელთაგან მოთხოვნები 159-მა დააკმაყოფილა, ასევე შემოწმდა 125 აუზი და მოთხოვნები 82-მა დააკმაყოფილა.

დეპარტამენტი აგრძელებს ობიექტების შემოწმებას კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა.