ანაკლიის კონსორციუმი 15:00 საათზე საჯარო განცხადებას გააკეთებს

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევნ ახვლედიანი ანაკლიის პროექტის მიმდინარე სტატუსთან დაკავშირებით, 15:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციას კონოსრციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დაესწრებიან. შეგახსენებთ, დღეს 12 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უკვე განაცხადა, რომ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებელების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „ანაკლიის განვითარების კონსრიციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.