ანანოვების ყოფილი სასახლე იყიდება

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში , ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სოფელ ვარციხეში(ბაღდადის რაიონი) ანანოვების ყოფილი სასახლე იყიდება.

 ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 13 იანვარს დასრულდება.

აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 1 370 000 ლარია.

საპრივატიზებო ქონება 77 500 კვადრტულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს.