რა შემთხვევაში არ შეექმნება პრობლემა შემოწმებისას მარჯვენასაჭიან მანქანებს

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანაშვილის, განცხადებით, თუ მძღოლი საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.

როგორც ვაჟა იორდანაშვილმა report.ge-ს განუცხადა, იმ ავტომობილებს, რომლებსაც საჭე მარჯვივ ქარხანა დამამზადებლის მიერ აქვს დატანილი, არც 1 აპრილამდე და არც 1 აპრილის შემდეგ, განბაჟებისას და ტექინსპექტირებისას პრობლემა არ შეექმნებათ.

მისივე თქმით, 1 აპრილიდან იკრძალება საჭის გადატანა, რადგან მას შემდეგ საჭეგადატანილი მანქანები ტექინსპექტირებას ვერარ გაივლიან. 

იორდანაშვილის განმარტებით, შეზღუდვის ამოქმედებამდე(1 აპრილამდე) საჭეგადატანილი მანქანები ტექინსპექტირების გავლის შემდეგ, საქართველოს გზებზე მოძრაობას უპრობლემოდ შეძლებენ.