აშშ ჩინეთის მოლაპარაკებების პარალელურად ნავთობი ძვირდება

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი აზიურ ვაჭრობებზე პარასკევს პლუსში მიდის, რაც იმ პროგრესის სიგნალებზე რეაგირებას ნიშნავს, რომელიც აშშ–ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებიდან მოდის.

Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,71%–ით არის გაზრდილი და ბარელი $59,52 ღირს.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ნოემბერში მიწოდების პირობით, 0,67%–ით გაიზარდა და ბარელზე $53,91–ს შეადგენს.