აშშ-ის სენატმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ კანონპროექტი არ დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა „რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, არ დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენთან. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხუთი დააკლდა.

კანონპროექტის მიღებას 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა.

თუმცა, დემოკრატებმა სენატში შეიტანეს საკუთარი პროექტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, სანქციები ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესდება.