აშშ-ში 24 საათში COVID-19-ის 20 000 შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 733 პაციენტი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, COVID-19–ით სულ 79 528 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების რაოდენობა 1 329,791-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 256 336 ადამიანი.