აშშ-ში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია თითქმის 40-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, ნოემბერში აშშ-ში სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ინდექსი თვეში 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში - 6.8%-ით.

შედარებისთვის, ბოლოს ასეთი მაჩვენებლები 1982 წელს დაფიქსირდა - 7,2%.

ყველაზე მეტად ფასების ზრდამ გავლენა იქონია ბენზინზე, საცხოვრებელზე, საკვებსა და ავტომობილებზე.