აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს მიჰყიდის

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის მიყიდვას მხარი დაუჭირა. როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg იუწყება, Javelin-ის დამატებითი პარტიის ღირებულება 39 მილიონი დოლარია და ის 150 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის და ორი გამშვები დანადგარის მიყიდვას ითვალისწინებს.


აღსანიშნავია, რომ უკრაინამ იარაღი შტატებისგან 2019 წლის ზაფხულში ითხოვა.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

უკრაინის მხარე თვლის, რომ ეს დახმარება ქვეყნის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებისა და რუსული აგრესიის საკონტროლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.