ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმები გაიზრდება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება და ჯარიმები გაიზრდება. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაასრულა.

ცვლილებათა პაკეტს ჯერ მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება. დეპუტატები მას საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმები ხუთი ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.