"აწარმოე საქართველოში" დიზაინერებისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ინიციატივით ახალი პლატფორმა ამოქმედდება, ესაა ახალი ინიციატივები და ონლაინ შოურუმები ქართველი დიზაინერებისთვის.

პროგრამაში ონლაინ გაყიდვების ხელშეწყობის კომპონენტი გაჩნდა.

პროექტის პრეზენტაციას 40- მდე დიზაინერი ესწრებოდა, რომლებმაც საკუთარი ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის დროს მსოფლიო საერთაშორისო შოურუმებს ეფექტურ ალტერნატივად განიხილავს. სწორედ ამიტომ მთავრობამ ქართული დიზაინის ექსპორტის ხელშეწყობა გადაწყვიტა.