აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 11 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის (სებ-ის) ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 92 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.070 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.153 პროცენტით განისაზღვრა.