ავიაფრენების განრიგი საქართველოში დასაბრუნებლად

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

საგარეო უწყების ბოლო მონაცემებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს 15 393 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988 ადამიანი.