ავტობუსის მოძრაობის სქემა იცვლება

გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან ერთად, ხვალიდან ავტობუსი N51ძველი, დადგენილი სქემით იმოძრავებს. ამის შესახებ report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“,თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტობუსი მგზავრებს ძველი, დადგენილი სქემით მოემსახურება, რომლის მიხედვითაც, მგზავრების მომსახურებას მე-8 მიკრორაიონის მიმართულებითაც შეძლებს.