ავტომობილის მართვა სმარტფონით იქნება შესაძლებელი - Apple ახალ ფუნქციას ტესტავს

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, Apple ავტომობილების კონტროლის ტექნოლოგიას ავითარებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტექნოლოგია სახელწოდებით IronHeart განვითარების საწყის ეტაპზეა.

ტექნოლოგია iPhone-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს, სმარტფონიდან მართონ ავტომობილის შემდეგი ფუნქციები:

ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორები;

კონდიცირების სისტემა;

სავარძლები;

დინამიკები;

სპიდომეტრი, ტაქომეტრი და საწვავის მაჩვენებლები.

შეგროვებული მონაცემები საშუალებას მისცემს Apple-ს და მესამე მხარის დეველოპერებს შექმნან ახალი პროგრამები ან შეცვალონ არსებული ფუნქციები. ტექნოლოგიის წარმატებული დანერგვისთვის, საჭირო იქნება ავტომწარმოებლების მხარდაჭერა.

CarKey ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გახსნათ და დაქოქოთ მანქანა iPhone–ის გამოყენებით, ჯერჯერობით მხოლოდ BMW–მ დანერგა.