აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასი იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,47%-ით, 1,25 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,09 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).