აზერბაიჯანი და ბელარუსი ნავთობმიწოდებაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი ნავთობს ბელარუსსაც მიაწოდებს. აზერბაიჯანული ნავთობის ბელარუსში მიწოდების შესახებ კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

მიწოდება განხორციელდება უკრაინაში ოდესის პორტის და ლიტვაში - კლაიპედას პორტის გავლით. 

ამ ეტაპზე არ საჯაროვდება ნავთობის მიწოდების მოცულობა, თუმცა, მხარეები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ 2021 წელს აზერბაიჯანი ბელარუსს მიაწვდის იმაზე მეტ ნავთობს, ვიდრე 2020 წელს.

ბელარუსმა შარშან დაახლოებით მილიონი ტონა Azeri Light და სხვა სახეობის ნავთობი იყიდა.