აზერბაიჯანი და უკრაინა საქართველოდან ავტომობილების ექსპორტისთვის უმსხვილესი ბაზრებია

2020 წელს ონლაინ გაყიდვებმა ხელი შეუწყო ავტომობილების ექსპორტს აზერბაიჯანსა და უკრაინაში. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. 

მიმომხილველთა მტკიცებით, აზერბაიჯანი საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია.  მათივე განმარტებით, Covid-19 პანდემიის მიუხედავად, ავტომობილების ექსპორტმა აზერბაიჯანში 226.4მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2020 წელს, რაც წლიურ ჭრილში მაჩვენებლის 12.6%-იან კლებაზე მიანიშნებს. ექსპორტის კლება მე-2 და მე-4 კვარტლებში დაფიქსირდა. 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი წლიურ ჭრილში განახევდა და კლებამ 50.4% შეადგინა, ხოლო მე-4 კლება 45.6%-ს გაუტოლდა.

საქართველოდან ავტომობილების ექსპორტისთვის მეორე უმსხვილესი ბაზარია უკრაინა, სადაც წლიურად ავტომობილების ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა და 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის კლება მხოლოდ მე-2 კვარტალში წლიურ ჭრილში 68.5%-სე დაფიქსირდა.

galt and taggart-ის მკლვევართა დასკვნით, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ავტომობილების რე-ექსპორტი ონლაინ გაყიდვების დახმარებით შენარჩუნდა. 

"ამ ქვეყნებში მანქანების დიდი ნაწილი კომპანიებმა გაიყვანეს, რომელთათვის ონლაინ გაყიდვებზე გადართვის პროცესი მარტივი აღმოჩნდა," - ვკითხულობთ galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში.