აზერბაიჯანიდან საქართველოში 145.7 მლნ დოლარის იმპორტი შემოვიდა

2021 წლის იანვარ-მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. აზერბაიჯანი იმპორტიორ ქვეყანათა ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს საქართველოში განხორციელებული 145.7 მლნ აშს დოლარიანი იმპორტით, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 5.9%-ია. წლიურ ჭრილში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი 11.4%-ითაა შემცირებული, თუმცა კლების მიუხედავად ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანათა ხუთეულში რჩება. 

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 104. 5 მლნ დოლარის ექსპორტი, შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან 41. 2 მლნ დოლარია.  

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის მეოთხე ადგილზეა. ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა 250. 3 მლნ. დოლარს გაუტოლდა, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 9%-ია.