აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 3.85%-ია.  წლიურ ჭრილში მაჩვენებლი გაზრდილია 270.79%-ით. 

2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ, 611.4 მლნ ლარი, შეადგინა, რაც 28.7%-ით, ანუ 43.0 მლნ აშშ დოლარით, მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.