აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩაის იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 945.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, 317.1 ტონა ჩაი შემოიტანა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში აზერბაიჯანიდან 7,2 ტონით (2,2%) ნაკლები ჩაი იქნა იმპორტირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან აზერბაიჯანში 881,3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, 129,7 ტონა ჩაია ექსპორტიტებული.