აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი შემოდინებები გაორმაგდა

16-22 ნოემბრის პერიოდში, წლიურ ჭრილში ფულადი შემოდინებები აზერბაიჯანიდან საქართველოში გაორმაგდა, ხოლო 9-15 ნოემბრის მონაკვეთში ზრდა 203%-ს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

რაც შეეხება დანარჩენ სამეზობლოს, რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 20%-ით შემცირდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 16-22 ნოემბრის პერიოდში დადებითი გახდა.

სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და კლება 34%-ია.

16-22 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები, წინა კვირასთან შედარებით, გაიზარდა და წლიურმა ცვლილებამ +10% შეადგინა.

აზერბაიჯანის გარდა ფულადი ნაკადების მაღალი ზრდაა უკრაინიდანაც. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. ზრდის დადებით ტემპს ინარჩუნებს ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან.