აზერბაიჯანის არანავთობპროდუქტების ექსპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა

2021 წლის 9 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის სექტორის საექსპორტო სასაქონლო პროდუქციაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 46,2%-ით გაიზარდა.  ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიჯათ ჰაჯიზადეიმ განაცხადა.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე პერიოდში იმპორტირებულ პროდუქციაზე გასული წლის 9 თვესთან შედარებით ფასების ინდექსი 21,5%-ია, ხოლო ექსპორტზე - 42,5%.

აზერბაიჯანში იმპორტირებული  საქონლის ფასების ინდექსი წინა პერიოდთან შედარებით 36,8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო თვეებში ნავთობზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში არანავთობის ექსპორტმა  ბოლო 7 წლის რეკორდი განაახლა.

2021 წლის პირველ 10 თვეში აზერბაიჯანის არანავთობის ექსპორტმა 2,05 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა.