აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა "ზანგეზურის დერეფანს" ჩაუყარეს საფუძველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.

ორი სახელმწიფოს მეთაური გორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარემ, სალეხ მამედოვმა სახელმწიფო მეთაურებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.