აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 68%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა 9 მილიარდ 174 მილიონ 562 ათასი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ 1 მილიარდ 335 მილიონ 749 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 68%-ით გაიზარდა, ხოლო მისი ღირებულება - 28,6%-ით.