აზერბაიჯანმა ივლისში 717 ათასი ბარელი ნავთობი აწარმოა

2021 წლის ივლისში, აზერბაიჯანში, ნავთობის წარმოების მოცულობამ (კონდენსატის ჩათვლით) 717 ათასი ბარელი შეადგინა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 606 ათას ბარელს ნედლი ნავთობი შეადგენს, ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატია.

ახალი "თანამშრომლობის დეკლარაციის" თანახმად, რომელიც OPEC +-ის  ქვეყნებმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს, აზერბაიჯანისთვის ნავთობის მოპოვების მოცულობა ივლისში 98,000 ბარელით განისაზღვრა. ივნისში ქვეყანაში ყოველდღიური წარმოება 10 ათასით ბარელით გაიზარდა, რაც ივლისის თვეში 620 ათასი ბარელი შეადგინა.

ცნობისთვის, OPEC +-ის ქვეყნები წინა თვეში  შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდებოდა.