აზერბაიჯანმა ქართული საქონლის იმპორტი 49%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში საქართველოდან 67,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შევიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანმა ქართული საქონლის იმპორტი წლიური 48,8%-ით გაზარდა.

ქართული საქონლის ექსპორტში აზერბაიჯანმა მე-8 ადგილი (წილი 3.6%) დაიკავა. 

8 თვის განმავლობაში, საქართველოდან საზღვარგარეთ ექსპორტზე 2 მილიარდ 610,8 მლნ დოლარის ღირებულების ადგილობრივი პროდუქცია გავიდა.